ფეხბურთი

18:12 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ყველა თამაში უნდა მოვიგოთ, რადგან "მეცის" ადგილი ლიგა 1-შია"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ლიგა 1-ში გადასვლას იმსახურებენ და ამის იმედი აქვს. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დარჩენილი ოთხივე მატჩი უნდა მოიგონ და იმედი აქვთ, რომ „ბორდო“ ქულებს დაკარგავს.

„ბორდოს“ თავისი თამაში მოგებული ჰქონდა და ამიტომ, აუცილებელი იყო „ნიორთან“ გამარჯვება. ვიცოდით, რომ ეს მატჩი უნდა მოგვეგო და ეს გავაკეთეთ, 3 ქულა ავიღეთ და ახლა კონცენტრირება „გრენობლთან“ მატჩზე. გვინდა, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭირონ, რათა 3 ქულა მოვიპოვოთ, მერე კი ვნახოთ, „ბორდოს“ მატჩი როგორ დასრულდება. ოთხი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ოთხივეს მოგება მოგვიწევს.

ჩემი აზრით, „მეცი“ ლიგა 1-ში გადავა. თუ „ბორდო“ ქულებს დაკარგავს, ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს, რადგან „მეცის“ ადგილი ლიგა 1-შია“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ „ბორდოს“, რომელიც მეორე ადგილზეა 3 ქულით ჩამორჩება და ლიგა 1-ის საგზურს სწორედ ორი გუნდი მოიპოვებს. სატურნირო ცხრილს კი „ლე ავრი“ ლიდერობს. მიქაუტაძე 22 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ საფეხურზე დამაჯერებლადაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111529