ფეხბურთი

17:40 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "კვარაცხელიამ ისეთი გავლენა მოახდინა, როგორიც კაკამ, როცა იტალიაში ჩამოვიდა"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მის სეზონს 9.5 ქულით აფასებს. კასანოს აზრით, იტალიაში კაკას შემდეგ ახალწვეულ ფეხბურთელს ასეთი გავლენა არ ჰქონია.

„კაკას შემდეგ იტალიაში ახალწვეულს ჩემში ასეთი ემოცია არ გამოუწვევია. გამონაკლისია ბრაზილიელი რონალდო, მაგრამ ის მანამდე „ბარსელონაში“ თამაშობდა და უკვე ვიცოდით, ვინც იყო. კვარამ კაკასნაირი დამანგრეველი გავლენა მოახდინა პირველივე თვეებში. გარდა ამისა, ჩანს, რომ ეს ბიჭი თავმდაბალია და აქვს თავგანწირვის სურვილი. არასდროს საუბრობს ბევრს და უადგილოდ. გოლებით და საგოლე პასებით ორნიშნა რაოდენობას მიაღწია.

გვახსოვს, რომ ის საქართველოდან ჩამოვიდა და მანამდე მაღალ დონეზე ნათამაშები არ ჰქონდა. კვარამ კიმზე დიდი გავლენა მოახდინა, ინსინიეს შემცვლელად იყიდეს, მაგრამ ის სკუდეტოს მოგებაში გადამწყვეტი იყო. ჩემი აზრით, ის სეზონისთვის 9.5 ქულას იმსახურებს“, - თქვა კასანომ.

0.104487