ფეხბურთი

12:57 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "რა თქმა უნდა, მამაჩემს შურს, რადგან სკუდეტო "ნაპოლიში" მოვიგე"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ჯოვანი სიმეონემ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ Sky Sport-თან ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნეაპოლი დღითიდღე უფრო და უფრო უყვარდება.

არგენტინელმა ასევე აღნიშნა, რომ არასდროს უფიქრია საკუთარ თავზე და ყოველთვის გუნდის განკარგულებაში იყო. ჯოვანიმ მამამისზე, დიეგო სიმეონეზეც ილაპარაკა, რომელიც ნეაპოლში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

„დიეგო მარადონას შემდეგ სკუდეტოს მოგება არგენტინელისთვის უდიდესი ემოციაა და ჯერ კიდევ მიჭირს დაჯერება. მინდა ქალაქის შემოვლა და ფანების სიხარულის ნახვა. ყოველდღიურად უფრო და უფრო მიყვარდება ეს ქალაქი, ეს ხალხი.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი თამაში იყო: ერთი „რომასთან“ და მეორე „ატალანტასთან“, როდესაც საბოლოოდ დავიჯერეთ, რომ შეგვეძლო ჩემპიონობა, შემდეგ კი „იუვენტუსთან“ თამაშის მერე კი მივხვდით, რომ ერთი ნაბიჯი გვრჩებოდა. ვიცოდი, რომ „ნაპოლიში“ მოსვლა განსაკუთრებული იყო, ვიცოდი, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი გუნდისთვის, არასდროს მიფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე, ბედნიერი ვიყავი მაშინაც, თუ კი თამაში არ მიწევდა, რაც სხვა გუნდებში არ მომხდარა.

მამაჩემი დიეგო, აქ ჩემთან ერთად საზეიმოდ ჩამოვიდა. მასთან ფეხბურთზე ხშირად ვსაუბრობ, ეს ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობაა. „უდინეზესთან“ მატჩამდე მარადონას მურალის სანახავადაც წავიდა. რა თქმა უნდა, შურს, რადგან მე სკუდეტო „ნაპოლიში“ მოვიგე“, - ხუმრობით დაასრულა ჯოვანიმ.

0.123422