ავტოსპორტი

1:59 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულის“ მეოთხე დუბლი ხუთ რბოლაში

მაქს ფერსტაპენმა, იმის მიუხედავად, რომ სტარტი მეცხრე პოზიციიდან აიღო, მაიამის დიდი პრიზის რბოლა მაინც მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. რბოლის მიწურულს, მან უკან მოიტოვა თანაგუნდელი სერხიო პერესი, ვინც სტარტი პოულ პოზიციიდან აიღო. მესამე ადგილი კი, ამ სეზონში უკვე მეოთხედ, ფერნანდო ალონსომ დაიკავა.

ფერსტაპენს, ვინც გასულ სეზონში, მაიამის პირველი დიდი პრიზი მოიგო, კვალიფიკაციაზე არ გაუმართლა - პირველი ცდა ვერ დააფიქსირა, მეორე ცდის საშუალება კი შარლ ლეკლერის ავარიამ არ მისცა. თუმცა ამას გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია.

ჰოლანდიელმა რისკიანი ტაქტიკა აირჩია - საბურავები (ჰარდები) რბოლის მიწურულს შეცვალა და სუპერ სოფტებზე გადავიდა. ამან პერესთან ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა მისცა. ჩემპიონმა სწრაფად აღმოფხვრა თანაგუნდელთან ჩამორჩენა და პირველივე ცდაზე გაასწრო მას. პერესმა განაცხადა, რომ მედიუმ საბურავებით ასპარეზობა შეცდომა იყო და ამან რბოლის ბედი გადაწყვიტა.

რბოლა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ის ყველა პილოტმა დაასრულა და უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე ერთხელაც არ გამოსულა.

მაიამის დიდი პრიზი

მაიამი, ჰარდ როკ სტედიუმი, დისტანცია 308.326 კმ (5.412 კმ, 57 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:27:38.241
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) +5.384
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +26.305
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) +33.229
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +42.511
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +51.229
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +52.988
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) +55.670
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) +58.123
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +62.945
  11. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) +64.309
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) +64.754
  13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +71.637
  14. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) +72.861
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +74.950
  16. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) +78.440
  17. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +87.717
  18. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) +88.949
  19. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) +1 круг
  20. ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) +1 круг

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:29.708 (56-ე წრე, 217.184 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 119 ქულა; 2. სერხიო პერესი - 105; 3. ფერნანდო ალონსო - 75; 4. ლუის ჰამილტონი - 56; 5. კარლოს საინსი - 44; 6. ჯორჯ რასელი - 40; 7. შარლ ლეკლერი - 34; 8. ლანს სტროლი - 27; 9. ლანდო ნორისი - 10; 10. პიერ გასლი - 8; 11-12. ნიკო ჰულკენბერგი და ესტებან ოკონი - 6; 13-14. ვალტერი ბოტასი და ოსკარ პიასტრი - 4; 15-17. გუანიუ ჟოუ, იუკი ცუნოდა და კევინ მაგნუსენი - 2; 18. ალექს ელბონი - 1.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 224 ქულა; 2. ასტონ მარტინი - 102; 3. მერსედესი - 96; 4. ფერარი - 78; 5-6. მაკლარენი და ალპინი - 14; 7. ჰაასი - 8; 8. ალფა რომეო - 6; 9. ალფატაური - 2; 10. უილიამსი - 1.

0.129215