ფეხბურთი

0:55 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "მოედანზე შევიდა და თამაში შეიცვალა"

„ნაპოლიმ“ ფლორენციის „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი, რომელმაც მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, პენალტი მოიპოვა და თამაშზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.

იტალიური მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ მოედანზე მისი შესვლის შემდეგ თამაში შეიცვალა, რაც ადვილი შესამჩნევიც იყო, რადგან ხვიჩას გარეშე ნეაპოლელებს რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონიათ.

Sport Mediaset 7 ქულა: „დაშავებული ლოზანოს ნაცვლად მისი შემოსვლა ნაპოლის ძრავს ახურებს. გადამწყვეტი პენალტი მოიპოვა დრიბლინგით, როდესაც გონსალესი მოატყუა“.

Calcionapoli1926 7 ქულა: „მოედანზე შევიდა და თამაში შეიცვალა. გამოიმუშავა პენალტი, გამაგიჟებელი ხარისხით“.

Tuttonapoli: 7 ქულა: „შევიდა და უბრალოდ დაიწყო ყველას წინააღმდეგ დრიბლინგი. ზოგჯერ ორმაგი მეურვეობით აფერხებენ, ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის, როგორც მოპოვებული პენალტის შემთხვევაში“.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „სპალეტისგან დასასვენებლად სათადარიგო სკამზე დატოვებულს თამაშში ჩართვა მოუწია ლოზანოს ტრავმის გამო. მასში ნაჩვენებია სუფთა კრისტალური კლასის კადრები. ერთ-ერთი ასეთი კლასიდან პენალტი მოიპოვა“.

Eurosport 6.5 ქულა: „შესაძლოა 50%-ით თამაშობს, მაგრამ გამომუშავებული პენალტით ახერხებს გამარჯვებაში წვლილის შეტანას“.

Calciomercato 7 ქულა: „შევიდა და შეცვალა თამაში. როდესაც ლორენცო ვენუტის უტევს, მას ყოველთვის დიდ სირთულეებში აყენებს. გამოიმუშავა პენალტი, რომელიც ოსიმენის გამარჯვების გოლად იქცა“.

შეგახსენებთ, რომ 83 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში კი 14 მაისს, გასვლაზე „მონცას“ ეთამაშება. ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 39 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტია.

0.125708