კალათბურთი

22:38 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ რეგულარული სეზონი 13 მოხსნით და მოგებით დაასრულა

იტალიის სერია A-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „ვირტუსმა“ შინ „ვარეზე“ 98:82 დაამარცხა. ბოლონიელებმა პირველი მეოთხედი წააგეს, მაგრამ შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და იოლად იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ 19 წუთში 7 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონიამ“ 23 მოგებით და 7 წაგებით რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. ასეთივე მაჩვენებლები აქვს „ოლიმპია მილანოს“, რომელმაც ბოლონიურ კლუბს ქულების ბალანსით აჯობა.

„ვირტუსი“, რომელმაც პირველი ადგილი წინა ტურში ბოლო წამზე წაგებით დაკარგა, პლეი-ოფის მეოთხედფინალში მეშვიდეადგილოსან „ბრინდიზის“ დაუპირისპირდება.

0.115985