ფეხბურთი

22:05 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ფიორენტინას" კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით აჯობა

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში აწ უკვე ჩემპიონი „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ „სტადიო მარადონაზე“ დაუპირისპირდა, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო.

„ნაპოლიმ“ ხომ ჩემპიონის სტატუსით 33 წლის შემდეგ პირველად ითამაშა და ფლორენციელებმაც საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს. ხვიჩა კვარაცხელია არ იყო სასტარტოში, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ირვინგ ლოზანო შეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვება ქართველის დამსახურებაა.

პირველ ნახევარში „ფიორენტინა“ უკეთესი იყო, ხვიჩას გარეშე ნეაპოლელთა შეტევა ძალიან მოისუსტებდა და სახიფათო მომენტიც ვერ შექმნა. კვარას მოედანზე გამოჩენიდან კი სიტუაცია შეიცვალა.

48-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს ჰქონდა იდეალური შანსი, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, მეკარე ტერაჩანომ აუღო. თუმცა, 72-ე წუთზე მსაჯმა მეორე პენალტი დანიშნა ნეაპოლელთა სასარგებლოდ, რომელიც ამჯერად კვარაცხელიამ გამოიმუშავა და ბურთთან ისევ ოსიმენი მივიდა, რომელიც ამჯერად აღარ შეცდა და ზუსტად დაარტყა.

ამ გოლით „ნაპოლიმ“ მოიგო და 83 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში კი 14 მაისს, გასვლაზე „მონცას“ ეთამაშება. ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 39 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტია.

„ნაპოლი“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ოსიმენი (72, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146125