გლაზგოს „სელტიკი“ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე შოტლანდიის ჩემპიონი გახდა.
34-ე ტურში ანგე პოსტეჩოღლუს გუნდმა სტუმრად „ჰართსი“ 2:0 დაამარცხა, რის შედეგადაც „რეინჯერსისთვის“ მიუწვდომელია, რომელსაც 13 ქულით უსწრებს.
„სელტიკმა“ განვლილ 34 ტურში 31 თამაში მოიგო, მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფრედ და ერთხელ დამარცხდა. გლაზგოური გუნდისთვის ეს 53-ე საჩემპიონო ტიტულია შოტლანდიაში, მაგრამ დაუძინებელ მტერ „რეინჯერსს“ ჯერ კიდევ ჩამორჩება, რომელსაც შოტლანდიის ჩემპიონატი 55-ჯერ აქვს მოგებული.