ფეხბურთი

18:22 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ყოველთვის მჯეროდა ჩემპიონობის, მაგრამ მის გარეშეც კმაყოფილი ვიქნებოდი"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის მოგებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყოველთვის სჯეროდა ამ მიღწევის, მაგრამ რომ ვერ გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი, მაინც კმაყოფილი იქნებოდა.

„ნაპოლიში“ სკუდეტოს მოგება ისტორიული მოვლენაა. „ნაპოლი“ ამას იმსახურებს, მაგრამ ასევე მთლიანად ჩვენი ფეხბურთი იმსახურებს იმ სკუდეტოს, რომელიც „ნაპოლიმ“ მოიგო. ერთი წუთითაც არ შემიწყვეტია რწმენა, რომ შეიძლებოდა მისი მოგება, მაგრამ რომც არ მოგვეგო, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი იმით, რაც „ნაპოლიში“ გატარებულმა ამ ორმა სეზონმა მომცა.

ახლაც კმაყოფილი ვარ, ბედნიერი და თავს მშვიდად ვგრძნობ, რომ „ნაპოლის“ ტიფოზები ასევე გავახარეთ. ეს არის ფუნდამენტური, ეს არის ნამდვილი ბედნიერება. ამდენი ადამიანი გავახარეთ, ვისაც „ნაპოლი“ უყვარს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი ყველაზე ასაკოვანი (64 წლის) მწვრთნელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო (პირველად).

0.116398