კალათბურთი

17:15 | 7.05.2023 | ნანახია 0 - ჯერ

მაკფადენის 11 ქულა და "მურსიას" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში „მურსიამ“ სტუმრად „ბრეოგანი“ 65:60 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ „მურსია“ დიდი ანგარიშით იგებდა და მხოლოდ ბოლო პერიოდში მოდუნდა, რომელიც 14 ქულით წააგო, მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც მოახერხა.

თად მაკფადენმა 17:52 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 8-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 ორქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5-ს გაუტოლდა. რატი ანდრონიკაშვილს კი თამაშის შესაძლებლობა არც ამჯერად მისცემია.

„მურსია“ 15 მოგებით და 17 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 მაისს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065655