დოჰაში სტარტი აიღო ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატმა, სადაც გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის.
60 კგ წონით კატეგორიაში გიორგიმ ზამბიელი სიმონ ზული და ავსტრიელი მარკუს ოიერი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან თავად წააგო. ქართველმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იპონით მოუგო ყაზახ ნურკანატ სერიკბაიევს, შესაბამისად, მედლისთვის ჭიდაობის შანსი მიიღო. ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებში კარიერაში პირველად ასპარეზობს, ამდენად მედლამდე ერთი ნაბიჯი რომ აშორებს, უკვე კარგი შედეგია.
დღეს ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ სარდალიშვილმა იასპარეზა, მსოფლიოს ჩემპიონატი კი 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.