კალათბურთი

13:47 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსი" დევისი და ჯეიმსის ლიდერობით "გოლდენ სტეიტთან" დაწინაურდა

NBA-ს მეოთხედფინალურ სერიაში „ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ დაწინაურდა. ლოს ანჯელესში მასპინძლებმა ძალიან იოლად, 127:97 მოიგეს.

არადა, „უორიორსმა“ კარგად დაიწყო, პირველი პერიოდი 7 ქულით მოიგო, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები „ლეიკერსმა“ იგდო ხელთ და საქმე ბოლომდეც მიიყვანა.

საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც 25 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო ლებრონ ჯეიმსი სამმაგ დუბლთან ახლოს გახლდათ 21 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით. „გოლდენ სტეიტში“ სტეფ კარი გამოირჩა - 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი.

„ლეიკერსი“ სერიაში 2:1 დაწინაურდა, მომდევნო მატჩი კი ამ გუნდებს შორის 9 მაისს, ისევ ლოს ანჯელესში გაიმართება.

სერიაში წინ გავიდა „მაიამი ჰიტიც“, რომელსაც ჯიმი ბატლერი დაუბრუნდა და „ნიუ იორკ ნიქსი“ შინ 105:86 დაამარცხა.

ბატლერმა 28 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდის გამარჯვება განაპირობა, ხოლო მაქს სტრასის აქტივში 19 ქულა იყო. „ნიუ იორკში“ ჯალენ ბრენსონმა 20 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. ეს გუნდები 9 მაისს, მაიამიში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.

0.123822