ფეხბურთი

1:17 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ესპანეთის თასის მფლობელია

ესპანეთის თასის ფინალური მატჩი „რეალსა“ და „ოსასუნას“ შორის მადრიდული კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

რეალელებმა ადრეული გოლის გატანა მოახერხეს: მატჩის მეორე წუთზე, როდრიგო გოესმა შეაგდო ვინისიუსის გადაცემით. ეს ბურთი შეხვედრის პირველ ტაიმში ერთადერთი გამოდგა.

მატჩის 58-ე წუთზე „ოსასუნას“ ნახევარმცველმა, ლუკას ტორომ ანგარიში თანასწორობა აღადგინა. თუმცა 12 წუთის შემდეგ როდრიგომ კიდევ ერთი გაიტანა და დუბლი შეასრულა. მატჩი ასე დასრულდა.

მადრიდულმა კლუბმა ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნის თასი პირველად მოიგო. აღსანიშნავია, რომ 2013/2014 წლების სეზონში გუნდმა ეს თასი თავისი ამჟამინდელი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობითაც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113719