ავტოსპორტი

1:33 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პერესი მაიამის რბოლის პოულზე დადგება

„რედ ბულის“ სერხიო პერესი მაიამის დიდი პრიზის რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს. მან პოული პირველი ცდის წყალობით მოიპოვა, რომელზეც საუკეთესო დრო დააფიქსირა. მეორე ცდა კი ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო, რადგან კვალიფიკაციის მიწურულს, ავარია მოუვიდა შარლ ლეკლერს და ამის გამო, რბოლა შეწყდა.

მალევე გაირკვა, რომ მეორე ცდისთვის პილოტები გასახურებელი წრის შესრულებასაც ვეღარ ასწრებდნენ, რის გამოც, რბოლა აღარ განახლდა და საბოლოო შედეგები, პირველი ცდების შესაბამისად დადგნდა.

ამის გამო, კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილში, დროის დაფიქსირება ვერ შეძლო მაქს ფერსტაპენმა, ვისაც პირველ ცდაზე შეცდომა მოუვიდა და ამის გამო, ის არ დაუფისქირებია. ათეულში გასვლა ვერ შეძლო ლუის ჰამილტონმა.

რბოლის სტარტზე, წინა რიგში პერესთან ერთად, ფერნანდო ალონსო დადგება, მესამე პოზიციას კი კარლოს საინსი დაიკავებს.

მაიამის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1’26.841
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1’27.202
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1’27.349
  4. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1’27.767
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1’27.786
  6. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1’27.804
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1’27.861
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1’27.935
  9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) დროის გარეშე
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) დროის გარეშე
  11. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1’27.795
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) 1’27.903
  13. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1’27.975
  14. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1’28.091
  15. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1’28.395
  16. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1’28.394
  17. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1’28.429
  18. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1’28.476
  19. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1’28.484
  20. ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) 1’28.577
0.122194