ლიგა ენდესას 31-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „ჟირონა“ 88:72 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 23:12 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და თამაშის MVP გახდა.
„ლენოვო ტენერიფე“ 23 მოგებით და 9 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 მაისს, „სარაგოსას“ სტუმრად დაუპირისპირდება.