ფეხბურთი

22:55 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში უფრო დაწინაურდა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „მეცი“ „ნიორს“ დაუპირისპირდა და გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია, 45-ე წუთზე პენალტით გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე მცველს პასი ჩაუჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი გაიფორმა.

22 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია, თანაც უკვე დამაჯერებლად, რადგან უახლოეს მდევრებს ჟან-ფილიპ კრასოსა და ჯოშ მაჯას 6 გოლით უსწრებს.

„მეცმა“ ამ გამარჯვებით 62 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან „ბორდოს“ კი 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ლაშლო ბოლონის გუნდი 13 მაისს „გრენობლს“ უმასპინძლებს.

0.123336