ფეხბურთი

22:47 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ კვლავ შეუჩერებელია

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის „ლიდსთან“ მატჩში „სიტიმ“ ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ გაიტანა: ილკაი გუნდოგანმა დუბლი შეასრულა და ორივე ბურთი რიად მაჰრეზის პასებით შეაგდო. ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ 84-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ძელს მოარტყა ბური.

სტუმართაგან ესპანელმა როდრიგომ გამოიჩინა თავი. მერე „სიტიმ“ კომპეტენტურად „მოკლა“ თამაში, თუმცა მდუმარე „ეტიჰადი“ ანერვიულა. საბოლოოდ, სამი ქულა მაინც მოიპოვა და ტიტულისთვის რბოლაში ლიდერობა განაგრძო. „ლიდსმა“ კი მდგომარეობა გაიუარესა და ისევ გასავარდნ ზონასთან ახლოსაა.

სემ ელარდაისს კი დებიუტი ვერ გამოუვიდა. ის „ლიდსს“ შაბათს პირველად მოძღვრავდა.

„ჩელსიმ“ ყველა ტურნირში ზედიზედ ექვსმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა. ეს „ლურჯების“ პირველი გამარჯვება გახლდათ ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით.

სტუმართაგან გოლები კონორ გალახერმა, ბენუა ბადიაშილმა და ჟოაუ ფელიქსმა გაიტანეს, მასინძელთაგან - მატიას ვინიამ.

„ჩელსი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-11 ადგილზეა. 39-ქულიანი „ბორნმუთი“ კი მეთოთხმეტეზე.

დღის გვინ მატში „ლივერპულმა“ შინ მინიმალური ანგარიშოთ დაამარცხა „ბრენტფორდი“ – 1:0. ერთადერთი გოლი მო სალაჰმა გაიტანა ვირჯილ ვან დეიკის გადაცემით.

ახლა მერსისაიდელები ცხრილში 62 ქულით მეხუთე ადგილზე დგანან და ჩემპიონთა ლიგის ზონას, კერძოდ მეოთხეადგილოსან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ორი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.

პრემიერლიგა

35-ე ტური. 6 მაისი

სიტი - ლიდსი 2:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0, 2:0 გიუნდოგანი (19, 27), 2:1 როდრიგო (85)

84-ე წუთზე გიუნდოგანმა პენალტი ვერ გაიტანა (ძელი)

სიტი: ედერსონი, აკანჯი, ლაპორტი, აკე (უოკერი 54), ლუისი, გიუნდოგანი (როდრი 90+3), მაჰრეზი, ალვარესი (ბერნარდუ სილვა 87), დე ბრუინი, ფოდენი, ჰოლანდი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ლიდსი: რობლესი, ფირპო, ვებერი, კრისტენსენი, ჰარისონი (სამერვილი 66), როკა (გრინვუდი 59), ფორშოუ (სტრუიკი 80), ეილინგი, ნიონტო (როდრიგო 58), მაკკენი, ბემფორდი (ერონსონი 80)

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

მსაჯი: ენდი მედლი

გაფრთხილება: ნიონტო (45+2), როდრიგო (71), მაკკენი (90+3)

ლივერპული - ბრენტფორდი 1:0

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 სალაჰი (13)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი (ციმიკასი 82), ფაბინიო, ჯონსი (მილნერი 82), გაკპო, სალაჰი, ჟოტა (ჰენდერსონი 73), ნუნიესი (დიასი 65)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბრენტფორდი: რაია, ჰიკი (ვისა 88), პინოკი, ზანკა, მი, ჰენრი (შადე 72), ონიეკა (დასილვა 72), იანელტი (დამსგორი 82), იენსენი (ბაპტისტი 82), მბეუმო, ტოუნი

მწვრთნელი: ტომას ფრანკი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ვან დეიკი (5), ფაბინიო (42), კონატე (54), ალისონი (77); მბეუმო (27), ჰენრი (70)

ტოტემჰემი - კრისტალ პალასი 1:0

1:0 კეინი (45+1)

ბორნმუთი - ჩელსი 1:3

0:1 გალახერი (9), 1:1 ვინია (21), 1:2 ბადიაშილი (82), 1:3 ფელიქსი (87)

ვულვზი - ასტონ ვილა 1:0

1:0 ტოტი (9)

0.114227