ფეხბურთი

22:10 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 33-ე ტურში ნიქოზიის „აპოელი“ „პაფოსს“ ესტუმრა და მარცხს ლაშა დვალის გოლით გადაურჩა.

„აპოელი“ მატჩის სტარტზევე გაშვებული გოლით აგებდა, მაგრამ დვალმა 29-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ლაშამ გოლი ცოტა ხნის გარდაცვლილ ფეხბურთელ ილია კერძევაძეს მიუძღვნა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. დვალმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მურთაზ დაუშვილი სათადარიგო სკამზე იყო. 27 წლის მცველს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

„აპოელი“ 65 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „არისს“ 3 ქულით ჩამორჩება. ნიქოზიელებმა ბოლო 5 ტურში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვეს (4 ფრე, 1 წაგება) და ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდებათ. მომდევნო შეხვედრა კი ქართველი ფეხბურთელების გუნდს 14 მაისს, ლარნაკას აეკ-თან ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12018