„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში „კრისტალ პალასთან“ (1:0) გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამრიგად, კეინისთვის ეს ბურთი 209-ეა ინგლისის პრემიერლიგაში. ამ მაჩვენებლით, „დეზების“ 29 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავდამსხმელს, უეინ რუნის (208) გადაუსწრო და ახლა მხოლოდ „ნიუკასლისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილ შემტევს, ალან შირერს ჩამორჩება. შირერს 260 გოლი აქვს გატანილი.
მიმდინარე სეზონში კეინმა „ტოტენჰემის“ მაისურით ყველა ტურნირში 45 მატჩი ჩაატარა 27 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://isports.ge/index.php?newsid=172')>0?'http://isports.ge/index.php?newsid=172':'http://isports.ge/index.php?newsid=172'))
ამ გუნდმა მწირი ხელფასებით და ახალგაზრდული ჟინით კარგად გაქაჩა, იმედია შუა სეზონში არ მიატოვებენ გუნდს...
სპარინგ პარტნიორები მართლაც ძლიერები არიან იმედია მოახერხებენ შეკრებაზე წასვლას