21:16 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემმა „რეალის“ გამო, „სიტის“ უკეთეს ფინანსურ პირობებზე უარი თქვა

დორტმუნდის „ბორუსის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, „მანჩესტერ სიტის“ უკეთესი ფინანსური შეთავაზება უარყო - გვამცნობს Marca. „ქალაქელები“ მზად იყვნენ ფეხბურთელისთვის მადრიდის „რეალზე“ მეტი გადაეხადათ.

„სიტის“ ხელმძღვანელებმა ინგლისელს ექვსწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, სეზონში 15-მილიონევროიანი ანაზღაურებით.

19 წლის შუახაზელმა, გარკვეული მსჯელობის შემდეგ, არჩევანი მადრიდული კლუბის სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა „რეალის“ მიერ შეთავაზებული ხელფასი საგრძნობლად დაბალი გახლდათ.

მიმდინარე სეზონში ბელინგემმა „ბორუსიას" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი დორტმუნდულ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი" ბელინგემის შეძენასთან ახლოსაა. „ბორუსიას“ თავისი ფეხბურთელის გაყიდვა მინიმუმ 140 მილიონ ევროდ სურს, მაგრამ „რეალს“ თანხა ეძვირება და გერმანელებთან 100-120 მილიონი ევროს ოდენობის ტრანსფერზე მოლაპარაკებას აპირებს.

0.096729