ფეხბურთი

20:36 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ ლამპარდის ხელმძღვანელობით პირველად გაიმარჯვა

დღეს, 6 მაისს, ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში „ბორნმუთმა“ „ჩელსის" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

სტუმართაგან გოლები კონორ გალახერმა, ბენუა ბადიაშილმა და ჟოაუ ფელიქსმა გაიტანეს, მასინძელთაგან - მატიას ვინიამ.

ლონდონურმა გუნდმა „ბორნმუთთან“ ერთ მატჩში მეტი (3) გაიტანა, ვიდრე წინა შვიდში (2) ყველა ტურნირზე. მანამდე „ლურჯები" პრემიერლიგაში „ვულვერჰემპტონთან" (0:1), „ბრაიტონთან" (1:2), „ბრენტფორდთან" (0:2) და „არსენალთან" (1:3) დამარცხდნენ, „ლივერპულთან" ფრედ (0:0) ითამაშეს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი ასევე ორჯერ დამარცხდნენ მადრიდის „რეალთან“ (0:2; 0:2).

ეს „არისტოკრატების“ პირველი გამარჯვება გახლავთ მთავარ მწვრთნელად ფრენკ ლამ პარდის მისვლის შემდეგ.

ამჟამად „ჩელსი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-11 ადგილზეა. 39-ქულიანი „ბორნმუთი“ კი მეთოთხმეტეზე.

0.113362