ფეხბურთი

20:05 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" ზედიზედ მე-6 გამარჯვება, "ტორპედომ" კი იმერული დერბი მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „სამტრედიასთან“ იმერული დერბი მოიგო და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

დაძაბული შეხვედრის ბედი გიორგი ქობულაძის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე მოახერხა თავის გამოჩენა. „ტორპედომ“ ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და მხოლოდ მე-6 ადგილზეა, მომდენო ტურში კი „გაგრას“ შეხვდება. „სამტრედია“ 7 ქულით მეცხრეა და წინ „დინამო ბათუმთან“ დაპირისპირება ელოდება.

ბრწყინვალე ფორმაშია წყალტუბოს „სამგურალი“, რომელმაც სტუმრად „თელავი“ ლადო ჩიხრაძის გოლით დაამარცხა. გიორგი ჭელიძის გუნდმა ზედიზედ მე-6 თამაში მოიგო და 25 ქულით „დინამო ბათუმს“ გაუტოლდა და მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას „დინამო თბილისთან“ ჩაატარებს. „თელავს“ 7 ქულა აქვს და მერვეა, წინ კი „შუქურასთან“ მატჩი აქვს.

„ტორპედო“ – „სამტრედია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ქობულაძე (70)

„თელავი“ – „სამგურალი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჩიხრაძე (86)

0.118797