ფეხბურთი

18:03 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო ჯილარდინოს "ჯენოა" სერია A-ში დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს „ჯენოა“ დაუბრუნდა. გენუურმა გუნდმა, რომელიც ელიტიდან შარშან გავარდა, მთავარ დივიზიონში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ალბერტო ჯილარდინოს შეგირდებმა სერია B-ს 36-ე ტურში შინ „ასკოლი“ 2:1 დაამარცხეს, რის შედეგადაც მეორე ადგილი გაინაღდეს, რაც სერია A-ს საგზურის მომტანია.

აღსანიშნავია, წინა ტურში სერია A-ს საგზური მოიპოვა „ფროზინონემ“, ასე რომ, ორივე აღზევებული გუნდი უკვე გარკვეულია. ისიც საინტერესოა, რომ ორივეს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ავარჯიშებს - „ფროზინონეს“ ფაბიო გროსო და „ჯენოას“ ალბერტო ჯილარდინო.

მესამე გუნდის ვინაობა, რომელიც სერია A-ში გადავა, პლეი-ოფის შედეგად გაირკვევა, სადაც მონაწილეობის შანსი 10-ზე მეტ გუნდს აქვს, რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 2 ტური რჩება.

0.111494