ფეხბურთი

15:10 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილი: "კვარაცხელიას ვურჩევ, რომ "ნაპოლიდან" არ წავიდეს, აქ ხალხს უყვარს"

დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, რომ „ნაპოლი“ არ დატოვოს, რადგან ნეაპოლში ხალხს უყვარს. როგორც მან თქვა, „აძურიში“ ყველა ფეხბურთელი უნდა დარჩეს.

„კვარას ვურჩევ, რომ არ მისცემს თავს წასვლის უფლება და აქ მინიმუმ ორი წელი დარჩეს, რადგან აქ ხალხს უყვარს და გარდა ამისა, ვინც „ნაპოლიდან“ წავიდა, ყველამ ინანა. ყველა ფეხბურთელი იმსახურებს დარჩენას და უმჯობესია თუ ყველა დარჩება“, - თქვა მარადონას შვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 38 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.117003