NBA-ს მეოთხედფინალურ სერიაში „ბოსტონმა“ „ფილადელფია“ სტუმრად დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.
„სიქსერსმა“ მხოლოდ პირველ პერიოდში აჯობა მეტოქეს, ისიც ერთადერთი ქულით, მერე კი „სელტიქსი“ გაცილებით უკეთესი იყო და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა - 114:102.
„ფილადელფიას“ ვერ უშველა რეგულარული სეზონის MVP-მ, ჟოელ ემბიიდმა, რომელმაც 30 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. სამაგიეროდ, „ბოსტონში“ ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა 27 ქულით და 10 მოხსნით, ხოლო ჯეილენ ბრაუნმა საკუთარ გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი შესძინა.
ამრიგად, „ბოსტონი“ სერიაში“ 2:1-ს იგებს, მეოთხე მატჩი კი 7 მაისს, ფილადელფიაში გაიმართება.