ფეხბურთი

10:28 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას შედევრი გარიგება და სხვები: ჯუნტოლის ტოპ 10 ტრანსფერი "ნაპოლიში"

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. ამ დიდ წარმატებას ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენის, ლუჩანო სპალეტის და თუ სხვების სახელთან სამართლიანად აკავშირებენ, მაგრამ ეს გუნდი სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის აშენებულია.

ბოლო დროს ჯუნტოლის შესახებ იტალიური მედია წერს, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და სამუშაოდ „იუვენტუსში“ გადავა. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ამის შანსი არსებობს. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება, თუმცა წერენ, რომ აურელიო დე ლაურენტისი ახლაც წასვლაში ხელს არ შეუშლის.

კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ 2015 წლიდან მუშაობს. Calciomercato-მ მის მიერ განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა, ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ პირველი ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.

პეპე რეინა (2015) - ის არის ჯუნტოლის ერთ-ერთი პირველი შენაძენი „ნაპოლიში“, მას შემდეგ, რაც „ბაიერნში“ ერთი სეზონი გაატარა ნოიერის შემცვლელად და ნეაპოლში ერთწლიანი პაუზის მერე 2 მილიონ ევროდ დაბრუნდა.

პიოტრ ჟიელინსი (2016) – „ნაპოლიმ“ ის „უდინეზედან“ 15 მილიონ ევროდ შეიძინა, პლუს ძუნიგა უდინეში იჯარით გაუშვეს. „ემპოლიში“ ორწლიანი იჯარით პოლონელმა ბევრი მოხიბლა, მაგრამ ჯუნტოლიმ ყველაზე სწრაფად იმოქმედა. დღეს ის ისევ სპალეტის გუნდის შეუცვლელი ფიგურაა და ზაფხულში დე ლაურენტისმა თითქმის 30 მილიონიანი შეთავაზება უარყო.

ფაბიან რუისი (2018) - ზოგიერთს არ მოეწონა, როდესაც ჯუნტოლიმ ის 30 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ ბიჭმა შესანიშნავად ითამაშა. „აძურიში“ 4 წელი გაატარა და 20-ზე მეტი გოლი გაიტანა.

ჯოვანი დი ლორენცო (2019) - სერია A-ში „ემპოლისთან“ ერთად ერთი სეზონიც საკმარისი გამოდგა „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის დასარწმუნებლად, რომ ის შეეძინა. 8 მილიონ ევროდ მან „აძურის“ მომავალი კაპიტანი იყიდა. დღეს ის ლიდერია მოედანსა და გასახდელში.

ირვინგ ლოზანო (2019) - პსვ-ში მისმა სლალომებმა „ნაპოლის“ მთავარი სკაუტის, მაურიციო მიკელის ყურადღება მიიქცია, დანარჩენი კი ჯუნტოლიმ გააკეთა. 38 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები, „მილანთან“ კონკურენციაში გაიმარჯვეს.

ამირ რაჰმანი (2020) - როდესაც ყველა მის თანამემამულე მარაშ კუმბულას აქცევდა ყურადღებას, ჯუნტოლიმ გადაწყვიტა ის რაჰმანისკენ მიემართა. ზამთარის სატრანსფერო ბაზარზე ის 15 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ 6 თვე „ვერონაში“ დატოვა, სანამ „აძურის“ შეუერთდებოდა. დღეს კი დაცვის ერთ-ერთი საყრდენია.

ვიქტორ ოსიმენი (2020) - საბაზრო ჰიტი. „ლილს“ 70 მილიონი გადაუხადეს. ჯუნტოლიმ პრემიერლიგის კლუბებთან კონკურენციაში გაიმარჯვა. პასუხი? ახლა ის მინიმუმ 100 მილიონი ღირს.

ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისა (2021) - პირველ სეზონში „ნაპოლიში“ 25 თამაში ჩაატარა, როცა იჯარით იყო, რაც მხოლოდ 600 000 ევრო დაჯდა. მინიმალური ხარჯი, მაქსიმალური ანაზღაურება. მომდევნო წელს ჯუნტოლიმ მასში 15 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. დღეს კი სპალეტი მადლობელია.

კიმ მინ-ჯე (2022) - ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო კულიბალის ჩანაცვლება, მაგრამ ჯუნტოლი და მისი ინტუიცია არ ცდებოდნენ. 20 მილიონზე ნაკლები გადაიხადეს სამხრეთკორეელში, რომელსაც ცოტა თუ იცნობდა. ის „ფენერბაჰჩედან“ იყიდეს. ზაფხულში მის დამატებას „მანჩესტერი“ ეცდება.

ხვიჩა კვარაცხელია (2022) - აი, შედევრი! მან მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა, სასაჩუქრე პაკეტი, რომელიც მშვილდით სავსეა. კვარას გადატრიალება შორიდან იწყება: პირველი კონტაქტები ანჩელოტის დროს შედგა, შემდეგ იყო პანდემია, დამშვიდობება ყაზანის „რუბინთან“ და ჯუნტოლიმ შეიძინა. სპორტული დირექტორს ახლა ყველა კოლეგა აქებს და თეთრი შურით შურთ, მაგალითად, ისეთ მაესტროს, როგორიც ვალტერ საბატინია.

0.122746