ფეხბურთი

1:00 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური გუნდი მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერზე 12 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთოს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს ინგლისურ „ბარნლის“, რომელიც პრემიერლიგაში ახლახან დაბრუნდა, უკავშირებენ.

Team Talk-ის ცნობით, ინგლისელები მზად არიან „მეცს“ 22 წლის ქართველში 12 მილიონი ევრო შესთავაზონ. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ გიორგიმ ზაფხულში კარიერა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს.

მიქაუტაძეს მანამდე იტალიურ კლუბებსაც უკავშირებდნენ, ხოლო „ბარნლი“ მის დამატებას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ცდილობდა, მაგრამ მაშინ ფინანსური პრობლემების გამო მიზანს ვერ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 32 მატჩში გატანილი 20 გოლით ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108573