ფეხბურთი

21:50 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ პსჟ-ს და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა

ლიონელ მესიმ საუდის არაბეთში მოგზაურობაზე კომენტარი გააკეთა და ბოდიში მოიხადა. როგორც არგენტინელმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეგონა, რომ დასვენების დღე ჰქონდა.

„მეგონა, რომ თამაშის შემდეგ დასვენების დღე გვქონდა, როგორც ყოველთვის. მოგზაურობა დაგეგმილი მქონდა და ვერ გააუქმებდი, რადგან ეს მანამდე უკვე გავაკეთე. ბოდიშს ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს და მოუთმენლად ველოდები იმის გაგებას, რა გეგმები აქვს კლუბს ჩემთან მიმართებაში“, - თქვა მესიმ.

პსჟ-მ მესი მოგზაურობის გამო, რომელიც კლუბთან შეთანხმებული არ იყო, დასაჯა და 2 კვირით თამაში აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112501