ფეხბურთი

20:05 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 33-ე ტურში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ სტუმრად „კაპაზი“ 3:0 დაამარცხა, ერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

ვოლკოვმა, რომელიც თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, 83-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვოლკოვს მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

„კაპაზის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ქანთარიამ, ხოლო მათე კვირკვია 85-ე წუთზე შეცვალეს.

„საბაჰი“ 77 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „კაპაზს“ 29 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

0.107341