ფეხბურთი

17:58 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

უდინეს რკინიგზის სადგურში "ნაპოლის" გულშემატკივარი გარდაიცვალა

„უდინეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ, უდინეში, „ნაპოლის“ გულშემატკივარი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, ის ავსტრიაში ცხოვრობდა და საყვარელი გუნდის საჩემპიონო მატჩზე დასასწრებად უდინეში ჩავიდა, მაგრამ დაახლოებით დილის 4 საათზე, უდინეს რკინიგზის სადგურში გულის შეტევა დაემართა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამვლელებმა გამოიძახეს, მაგრამ სამედიცინო პერსონალის ჩარევა უშედეგო გამოდგა. მამაკაცი ქუჩაში, სადგურის შესასვლელთან გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ როგორც იტალიური პრესა წერს, წარსულში მას ჯანმრთელობის პრობლემები უკვე ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ და 1990 წლის შემდეგ პირველად გახდა.

0.121078