ფეხბურთი

12:34 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სილვიო ბერლუსკონი: "ნაპოლის" ეს წარმატება დიდი გამარჯვებების დასაწყისი უნდა გახდეს"

„ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობა „მილანის“ ყოფილმა მფლობელმა და პარტია "ფორცა იტალიას" ლიდერმა სილვიო ბერლუსკონიმ მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, ეს წარმატება გამარჯვებების დასაწყისი უნდა გახდეს.

„ქალაქი, რომელიც ზეიმობს, ქალაქი, რომელმაც ეს დაიმსახურა. გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ. ჩვენც ვამბობთ: ფორცა „ნაპოლი“, ყოჩაღ „ნაპოლი“, მთელი სისწრაფით წინ, ეს უნდა იყოს გამარჯვებების დიდი ისტორიის დასაწყისი. ნეაპოლიტანელები ამას ნამდვილად იმსახურებენ და ჩვენ ყველანი მათთან ერთად ვართ. ამას გულით ვამბობ, ყოველთვის თავს მილანში დაბადებულ ნეაპოლიტანელად ვთვლიდი, „ნაპოლი“ ჩემი მეორე გუნდია „მილანის“ შემდეგ“, - დაწერა ბერლუსკონიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ისტორიაში მესამედ გახდა იტალიის ჩემპიონი 1987 და 1990 წლების შემდეგ.

0.11113