ფეხბურთი

3:15 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "აქ მუშაობას მხოლოდ სკუდეტოს მოგების მიზნით დავთანხმდი"

ლუჩანო სპალეტი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, რომელმაც სკუდეტო მოიგო. 64 წლის სპეციალისტმა „ნაპოლის“ ისტორიული ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ კლუბში მუშაობას სწორედ ამ მიზნისთვის დათანხმდა.

„ეს ბედნიერება შენთვისაა ნეაპოლო! როდესაც აქ მოვედი, ეს სკუდეტოს მოსაგებად გავაკეთე, რადგან შესაანიშნავი მწვრთნელების, ბენიტესის, სარის, ანჩელოტის და გატუზოს შემდეგ, რომელმაც იტალიის თასი მოიგო, მხოლოდ ერთი გზა მქონდა გასავლელი, მხოლოდ გამარჯვების გზა, სხვა შანსი არ მქონდა, რომ აქ კვალი დამეტოვებინა.

ნეაპოლელების ზეიმის ყურება ენით აღუწერელი ემოციაა, მათი ვნების და სიყვარულის განცდა. ეს არის პასუხისმგებლობა, როცა ამ მაისურს ირგებ, დღეს სწორედ ეს ბრწყინვალე ხალხი მაბედნიერებს. შევძელით ბრწყინვალე მოგზაურობის დასრულება და სირთულის მომენტებში რეაგირებას ყოველთვის ვახერხებდით. მეუბნებოდნენ, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვიყავი, ამბობდნენ, რომ ზედმეტად მაღალი მიზნები მქონდა დასახული, როდესაც ვთქვი, რომ სკუდეტოს მოგებას ვეცდებოდით. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მაქსიმუმი გამომეღო ფეხბურთელებისგან, ჩამომეყალიბებინა გამარჯვებული მენტალიტეტი, რაც წელს გამოიხატა. მოვახერხეთ და ამ ქალაქისთვის ისტორიის ფურცელი დავწერეთ.

პირველ რიგში ფეხბურთელებს ვუძღვნი გამარჯვებას, რომლებმაც დაიმსახურეს ეს ბედნიერება, შემდეგ გულშემატკივრებს, კლუბს, პრეზიდენტს, ყველას ვინც, აქ ყოველდღე მუშაობს. შემდეგ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს მატილდეს, რომელიც დიდი გულშემატკივარია და ჩემს ძმას მარჩელოს“, - თქვა სპალეტიმ და ატირდა, დამსახურებულად...

0.115711