ფეხბურთი

23:50 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მსაჯი კვარაცხელიას მოთხოვნილ პენალტზე: "გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, კონტაქტი იყო"

„ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურში „უდინეზეს“ სტუმრად ეთამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება (0:1).

მატჩის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელია პენალტს ითხოვდა, როდესაც საჯარიმოში როდრიგო ბეკაოსთან კონტაქტის შედეგადაც დაეცა. თუმცა, მთავარმა მსაჯმა და VAR-მა ბრაზილიელი მცველი დამნაშავედ არ მიიჩნიეს.

ამ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა ვეტერანმა მსაჯმა და ამჟამად ტელეკომპანია DAZN-ზე მომუშავე ლუკა მარელიმ, რომელიც მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

„მსაჯის გადაწყვეტილებას არ ვიზიარებ, ფეხბურთელებს შორის კონტაქტი იყო“, - თქვა მარელიმ.

0.158592