ფეხბურთი

23:08 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "ბარნლის" ინტერესის სფეროში რჩება

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ინგლისური „ბარნლის“ ინტერესის სფეროშია.

ქართველი ფეხბურთელის შეძენა „ბარნლის“ გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ მას მერე, რაც ვენსან კომპანის გუნდი პრემიერლიგაში აღზევდა, ეს პრობლემა მოიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელ მწვრთნელს მიქაუტაძე ძალიან მოსწონს და სწორედ ისაა ტრანსფერის ინიციატორი. როგორც ჟურნალისტი იგნაციო გენუარდი იტყობინება, რომ „ბარნლის“ გარდა, გიორგით სერიოზულ ინტერესს იტალიური კლუბებიც იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 31 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია.

0.112999