ფეხბურთი

18:20 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესის საუდის არაბეთში 543-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობენ

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, შესაბამისად, სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

Marca-ს ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ჰილალი“ გასაოცარ კონტრაქტს სთავაზობს, რომლის სანაცვლოდ ლეო ორ წელიწადში 543 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

საფეხბურთო აგენტი მარკო კირდემირი, რომელიც ნასერ ალ-ხელაიფის ოჯახსა და არაბეთის მთავრობასთან დაახლოებული პირია, ესპანურ გამოცემას ეუბნება: „ის „ბარსელონაში“ არ დაბრუნება. ამის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც კარიერას დაასრულებს“.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე ბოლო დროს საუბრობენ, მაგრამ „ალ-ჰილალის“ შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება და შესაძლოა, არგენტინელმაც კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად საუდის არაბეთს მიაშუროს.

0.11419