„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ „კრემონეზესთან“ ფრით (1:1) იმედგაცრუებულია. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, თორემ ოთხეულში ვერ მოხვდება.
„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ეს შედეგი არ გვსურდა, მოგება გვინდოდა. თუ დამოკიდებულებას არ შევიცვლით, ოთხეულში ვერ შევალთ. ეს იმედგაცრუება 4 დღეში თამაშში უნდა ავსახოთ და გაბრაზებულებმა ვითამაშოთ. გვაკლია ის, რომ თამაშების გახსნას ვერ ვახერხებთ, ბოლო მატჩებში გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოსაგებად, მაგრამ მცირე შეცდომების გამო ანგარიშის გახსნა გვიჭირს“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 58 ქულით მეხუთე-მეშვიდე ადგილებს „რომასა“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში ერთ-ერთ კონკურენტ „ლაციოს“ ეთამაშება, რომელიც 64 ქულით მეორე ადგილზეა.