ფეხბურთი

16:21 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" შეუძლია მე-5 გუნდი გახდეს, რომელიც სკუდეტოს 5 ტურით ადრე მოიგებს

„ნაპოლი“ დღეს სერია A-ს 33-ე ტურში „უდინეზეს“ ესტუმრება და თუ არ დამარცხდება, იტალიის ჩემპიონის ტიტულს გაიფორმებს.

აღსანიშნავია, რომ სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე სკუდეტო აქამდე მხოლოდ 4 გუნდს აქვს მოგებული: 1948 წელს „ტორინოს“ (გრანდე ტორინო), 1956 წელს ფლორენციის „ფიორენტინას“, 2007 წელს „ინტერს“ და 2019 წელს „იუვენტუსს“.

ამრიგად, „ნაპოლი“ შეიძლება მეხუთე გუნდი გახდეს, რომელიც სეზონის ბოლო 5 ტურს უკვე ჩემპიონის რანგში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს მიზნის მისაღწევად დღევანდელ შეხვედრაში 1 ქულაც ეყოფა. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114662