„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ნაპოლის“ ჩემპიონობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ფაქტი სასიამოვნოა.
„მიხარია, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს. ბავშვობაში „აძურის“ გულშემატკივარი ვიყავი, ამიტომ, ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ისინი ჩემპიონები ხდებიან. ცხადია, რომ არსებობს გარკვეული სინანული, რომ სკუდეტო „ნაპოლის“ მე ვერ მოვაგებინე. „ლაციოსთან“ ერთად ჩემპიონობა? მანამდე გრძელი გზაა გასავლელი“, - თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად 2015-2018 წლებში მუშაობდა. მან იტალიის ჩემპიონის ტიტული 2020 წელს "იუვენტუსში" მუშაობისას მოიგო.