ფეხბურთი

13:25 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის მორიგი რეკორდი, ამჯერად პრემიერლიგაში

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით.

ნორვეგიელისთვის „ვესტ ჰემთან“ გოლი პრემიერლიგაში 35-ე იყო და მანამდე არავის ჰქონდა პრემიერლიგის ერთ სეზონში ამდენი გოლი გატანილი. ერლინგმა ენდი კოულისა და ალან შირერის (34-34 გოლი) 1993-1994 და 1994-1995 წლების სეზონებში დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა.

ჰოლანდს ჯერ არ დაუმყარებია ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი (იქამდე სანამ პრემიერლიგა დაერქმეოდა), რადგან 1966-1967 წლების სეზონში რონ დევისმა 37 გოლი გაიტანა. თუმცა, ცხადია, „სიტის“ ბომბარდირს ამ რეკორდის მოხსნაც მარტივად შეუძლია.

ყველა ტურნირის ჩათვლით ჰოლანდს 45 მატჩში უკვე 51 გოლი აქვს და ცხადია ამაზე გაჩერებას არ აპირებს, რადგან წინაა პრემიერლიგის 5 მატჩი, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები „რეალის“ წინააღმდეგ.

0.114662