ფეხბურთი

1:41 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება ლოჩოშვილის თამაშზე: "კედელი "მილანის" შეტევისთვის"

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „მილანს“ დაუზავდა (1:1), მაგრამ 2 წუთიც რომ გაეძლო, სულაც მოიგებდა.

90 წუთი და თან ძალიან კარგად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელსაც იტალიური მედიისგან დადებითი შეფასებები ერგო.

Calciomercato.it 6.5 ქულა: „მილანის“ შეტევისთვის კედელია. ძალიან კარგი თამაში ბალარდინის გუნდის ცენტრალური მცველისგან“.

Calciocremonese 6.5 ქულა: „ქართველი გარდა იმისა, რომ საკუთარ კარს კარგად იცავდა, შეტევაშიც გადადიოდა და ერთი ნაბიჯში იყო ლამაზ გოლთან თავური დარტყმით. ძალიან კარგი იყო შეტევების ჩახურვაში“.

Sport.virgilio 6 ქულა: „იბრძვის და მოედანზე ყველაფერს დებს. ცუდად არ გამოიყურება „მილანის“ მოუხეშავი შეტევის წინააღმდეგ“.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „შესანიშნავი სამუშაო, კირიკეშთან ერთად ახერხებს „მილანის“ შეტევების დაბლოკვას. ის ფიზიკურ დუელებში აჩვენებს თავის ძალას და პუნქტუალურია საჰაერო დუელებშიც“.

Cuoregrigiorosso 7 ქულა: „კირიკეშის თამაში ლუკას თამაშს უკანა პლანზე აყენებს, მაგრამ ქართველმაც შესანიშნავად ითამაშა. მატჩის დასაწყისში ორიგის წინააღმდეგ ფუნდამენტური იყო, მხოლოდ პირველი ტაიმის შუაში გარისკა კალაბრიას წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. „კრემონეზე“ 21 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს, რომელიც გადასარჩენ, მე-17 ადგილზეა და რომელსაც 6 ქულით ჩამორჩება.

0.134868