სერბეთის თასის მეოთხედფინალში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ „ნაპრედაკი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
შეუცვლელად ითამაშა ირაკლი აზაროვმა, რომელმაც გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, რადგან პენალტების სერიაში გოლი გაიტანა. ირაკლი თავისი გუნდიდან რიგით მეორე მივიდა ბურთთან და აუღელვებლად თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობაში ფეხს იკიდებს. სერბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მან საგოლე პასი გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ „ცრვენა ზვეზდა“ ცოტა ხნის წინ სერბეთის ჩემპიონი გახდა.