ფეხბურთი

20:57 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსი" სემ ელერდაისს ჩააბარეს

„ლიდს იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად სემ ელერდაისი დაინიშნა, რომელმაც კლუბი ჩემპიონშიფში გავარდნისგან უნდა გადაარჩინოს.

იორკშირელებს კრიზისული პერიოდი აქვთ და ელერდაისი მესამე მწვრთნელი ჯესი მარშისა და ხავი გრასიას შემდეგ, რომელიც მიმდინარე სეზონში ეყოლებათ. „ლიდსი" 30 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ნოტინგემს“ მხოლოდ ბურთების ბალანსით უსწრებს.

68 წლის ელერდაისს არაერთ კლუბში უმუშავია, მათ შორის ყველაზე წარმატებული „ბოლტონში“ იყო, 2016 წელს ცოტა ხანი ინგლისის ნაკრებსაც ედგა სათავეში, ხოლო ბოლოს „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ თავკაცი იყო.

0.119061