ფეხბურთი

15:38 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: საუდის არაბეთში მესის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად კონტრაქტს უმზადებენ

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას ფრანგული კლუბი დატოვოს. არგენტინელი ადრეც ფიქრობდა პსჟ-დან წასვლაზე, საუდის არაბეთში თვითნებური მოგზაურობის შემდეგ კი, გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, საბოლოოა - წერს L'Equipe.

წყაროს ცნობით, პსჟ მესისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. თავად ფეხბურთელს კი სიტუაციის შეცვლა სურს. მის მიმართ სერიოზული ინტერესი საუდის არაბეთიდან მოდის. სახელმწიფოს მთავრობა მზადაა ლიონელს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი შესთავაზოს. თანხა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

არგენტინელი, შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ მთავარ მეტოქეს, „ალ-ჰილალს“ შეუერთდეს.

აღსანიშნავია, რომ მესი და მისი გარემოცვა სერიოზულად განიხილავდნენ საუდურ ვარიანტს პსჟ-სთან კონფლიქტამდეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111477