ჭადრაკი

14:09 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ლომსაძემ ელვისებური ჭადრაკის ტურნირი მოიგო

საერთაშორისო დიდოსტატის, დავით ლომსაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ყოველკვირეული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 9-იდან 8 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაუსწრო უახლოეს კონკურენტებს.

7-7 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

II - თორნიკე კუპატაძე

III - დავით ცქიფურიშვილი

1800- მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი ზურაბ გონგლიაშვილმა დააფიქსირა 6,5 ქულით.

1500-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში გიორგი პაპიაშვილი იყო საუკეთესო 5 ქულით.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ დოლაკიძემ აჩვენა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

0.122263