13:39 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მუდრიკის 507 უგოლო წუთი

„ჩელსის“ 22 წლის უკრაინელ ნახევარმცველს, მიხაილო მუდრიკს, ინგლისის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი უკვე 507 წუთის განმავლობაში ვერ გაუტანია.

მოგეხსენებათ, მუდრიკიც ხვიჩა კვარაცხელიას ტოლია (22 წლის) და იმავე პოზიციაზე, მარცხენა გარემარბად თამაშობს, ამიტომ, ზოგადად საფეხბურთო ბაზარზე ქართველის კონკურენტად მოიაზრება.

მიხაილოს დებიუტი „არისტოკრატებში" 21 იანვარს „ლივერპულთან“ პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში (0:0) შედგა. ჯამში ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა: 27-ე ტურის მატჩში „ლესტერთან“ (3:1) და 31-ე ტურში „ბრაიტონთან“ (1:2).

აი, გოლი კი ჯერ არ გაუტანია. თუმცა ეს შესაძლოა, გუნდის ჩავარდნის ბრალიც იყოს, „არისტოკრატები“ ზედიზედ ექვს მატჩში დამარცხდნენ. პრემიერლიგაში კი 39 ქულით ცხრილში მე-12 ადგილზე დგანან.

0.103698