ფეხბურთი

11:52 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: „საკუთარი თავის ერთგულები უნდა დავრჩეთ“

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩის პირველი ერთი საათი შესანიშნავად ჩაატარა.

„პირველი 60 წუთი, ვფიქრობ, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. საკუთარი თავის ერთგულები უნდა დავრჩეთ და მსურს ეს დავინახო გუნდის თამაშში.

სიჩქარე, უნარი, მობილურობა, ორი შესანიშნავი გოლი. გულშემატკივრებთან ერთ ტალღაზე ვიყავით და საოცარი ატმოსფერო შევქმენით. ქომაგები ძალიან გვეხმარებიან. გვინდოდა კვლავ გავლიდერებულიყავით და ეს მოვახერხეთ, ბედნიერები ვართ.

ედეგორმა ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი წვლილით გუნდის წინსვლაში, ლიდერობის უნარით.“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.

პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩში, 2 მაისს, „არსენალმა“ შინ დაამარცხა „ჩელსი“ – 3:1, 78 ქულა მოაგროვა და ისევ ორი პუნქტით გაუსწრო უშუალო კონკურენტ „სიტის,“ თუმცა „ქალაქელებმა“ ორი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.

0.116999