„ბარსელონას“ ჩემპიონობა კიდევ უფრო მოახლოვდა, რადგან ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის „რეალი“ დამარცხდა. კარლო ანჩელოტის გუნდი სან სებასტიანში, „სოსიედადთან“ უქულოდ დარჩა, რის შედეგადაც, „ბარსასთან“ ჩამორჩენა 14 ქულა გახდა.
ბასკებმა „სამეფო კლუბს“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. სხვათა შორის, „რეალს“ საჩემპიონო შანსი ისედაც პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ახლა შეიძლება მეორე ადგილიც დაკარგოს, თუ „ატლეტიკო“ ამ ტურში აუტსაიდერ „კადისს“ მოუგებს.
თავის მხრივ, „სოსიედადმა“61 ქულა დააგროვა და ოთხეულში პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. სასწაული თუ არ მოხდა, სან სებასტიანელები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.
„სოსიედადი“ – „რეალი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 კუბო (47), 2:0 ბარენეჩეა (85)