ფეხბურთი

0:14 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლიონელ მესი ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

„პარი სენ ჟერმენმა“ ლიონელ მესი ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაცია გავლენიანი ფრანგული გამოცემები ავრცელებენ.

გადაწყვეტილების მოტივი ის გახდა, რომ „ლორიენთან“ მატჩის შემდეგ კლუბთან შეთანხმების გარეშე საუდის არაბეთში მოგზაურობა გადაწყვიტა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა.

ამრიგად, მესი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პსჟ-ში ვერ ითამაშებს და ის მოედანზე მხოლოდ 21 მაისს, „ოსერის“ წინააღმდეგ დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით, მისი პარიზული კარიერაც სასჯელით სრულდება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115286