ჩოგბურთი

23:47 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი აშშ-ის ღიაზე თამაშს შეძლებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშს შეძლებს. ამის მიზეზი ისაა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება, 11 მაისიდან კოვიდ-19-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს მოხსნის. ამ მოთხოვნათაგან მთავარი ისაა, რომ უცხოელი ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებს, თუ ის ვირუსზე ვაქცინირებულ არაა.

სერბ ჩოგბურთელს ვაქცინა გაკეთებული არ აქვს და ამის გამო, მან გასულ სეზონში, რამდენიმე დიდი ტურნირი, მათ შორის, ავსტრალიის და აშშ-ის ღია პირველობები გამოტოვა. ამავე მიზეზით, მან შტატებში შესვლა ვერც წელს შეძლო და ამის გამო, ინდიან ველსზე და მაიამის მასტერსზე ვერ ითამაშა.

35 წლის ჯოკოვიჩს ნათქვამი აქვს, რომ ურჩევნია, დიდი სლემის ტურნირები გამოტოვოს, ოღონდ ვაქცინა არ გაიკეთოს.

ჯოკოვიჩს კარიერაში დიდი სლემის 22 ტიტული აქვს მოპოვებული. მათგან სამი აშშ-ის ღია პირველობაზე მოდის. ყველაზე მეტჯერ (10-ჯერ) ავსტრალიის ღიას ტიტულს ფლობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10955