ფეხბურთი

20:50 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" უეფასგან სანქციების შემთხვევაში შესაძლოა სათამაშოდ აზიაში გადავიდეს

„ბარსელონას“ უეფასგან სანქციები ემუქრება და შესაძლოა, ევროთასებზე ასპარეზობა გარკვეული დროით აეკრძალოს, რის გამოც კლუბი გამოსავალს ეძებს.

ესპანური მედიის ცნობით, „ბარსას“ შეფები დისკვალიფიკაციის მიღების შემთხვევაში, განიხილავს შესაძლებლობას,რ ომ სათამაშოდ აზიის კონტინენტზე გადავიდეს და იქაურ ჩემპიონთა ლიგაში ჩაერთოს.

გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე საჭირო იქნება დირექტორთა საბჭოს დასტური, მაგრამ კლუბს ეს ფინანსურ მოგებასაც მოუტანს, რადგან აზიელები მზად არიან, „ბლაუგრანას“ სარფიანი წინადადება შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ უეფა გამოძიებას „ნეგრეირას საქმეზე“ აწარმოებს.

თეგებიბარსელონა
0.112957